ივერიონი / ამ ეტაპზე ირაკლი ღარიბაშვილი დასვენებას აპირებს

ამ ეტაპზე ირაკლი ღარიბაშვილი დასვენებას აპირებს

„ახლა ვაპირებ, რომ უბრალოდ, დავისვენო და დანარჩენს დრო გვაჩვენებს“, - ამის შესახებ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს  განუცხადა, რომელსაც მედიამ კითხვა მის პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით დაუსვა.

 

ყოფილი პრემიერი ფიქრობს, რომ მან პოსტიდან წასვლისთვის სწორი დრო შეარჩია.

 

„ჩემი პრინციპი ჩემს ცხოვრებაში იყო, რომ ყოველთვის ვცდილობდი, გამარჯვებული გავსულიყავი იქედან, სადაც ვმოღვაწეობდი და ვმუშაობდი“, - დასძინა ღარიბაშვილმა.

 

რაც შეეხება პრემიერის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილის წარდგენას, ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრად ძალიან ღირსეული აკნდიდატი შეარჩია.

 

,,გიორგი არის ჩემი მეგობარი, რომელსაც წარმატებებს ვუსურვებ. ჩვენ დიდხანს ვმუშაობდით ერთად, მანამდე, სანამ პოლიტიკაში მოვიდოდით ერთად და ვფიქრობ, რომ ჩვენი საქმიანობა ნაყოფიერი იყო. წარმატებებს ვუსურვებ გიორგის და მის გუნდს. რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, ეს ჩემს გამოსვლაში აბსოლიტურად ნათელი იყო. ამ გადაწყვეტილებაზე დიდხანს ვფიქრობდი და როგორც ჩემს გამოსვლაში ავღნიშნე სწორ დროს შევარჩიე ამ გადაწყვეტილების გამოცხადების დრო”, - დასძინა ღარიბაშვილმა.

25-12-2015, 12:33
უკან დაბრუნება