საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურას ხელი მოაწერა.
ამის შესახებ განცხადება გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. განკარგულება საკანონმდებლო ორგანოს გადაეგზავნა.
"შემოსულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა, რომელიც მე უკვე გადავაგზავნე პარლამენტში დასამტკიცებლად, რათა არ შეიქმნას შეფერხება. ამდენად, ამ ორი-სამი დღის განმავლობაში მე მხარი დავუჭირე როგორც პრემიერ-მინისტრის გადადგომას, ასევე ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარდგენას. ახლა უკვე ჯერი საქართველოს პარლამენტზეა," - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
საგარეო საქმეთა უკვე ყოფილი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერმინისტრობის კანიდადტად მმართველმა გუნდმა სწორედ დღეს დაასახელა.