საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი, დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებს, რომ საპენსიო რეფორმასთან მიმართებაში მუშაობა კონცეფციის შემუშავების დასრულების ეტაპზეა.
მისი თქმით, სანამ ყველა პოზიცია არ იქნება შეჯერებული, რომ ეს არის საუკეთესო მოდელი, მანამდე საპენსიო რეფორმა წინ არ წავა.
"ჩვენ აღებული გვაქვს ვალდებულება, რომ განვახორციელოთ საპენსიო რეფორმის საკანონმდებლო ჩარჩო. 2016 წელს და 2017 წელს უნდა დავიწყოთ იმპლემენტაცია. თვითონ ფინანსური მოდელი და სქემის კონცეპტუალურ ნაწილს რაც შეეხება, კონცეფციის ნაწილში სანამ საჯარო განხილვები არ გაიმართება და ყველა პოზიცია არ შეჯერდება, რომ ეს არის საუკეთესო მოდელი, ჩვენ ამ მიმართულებით წინ არ წავალთ", - განაცხადა ქუმსიშვილმა.