ივერიონი / გიორგი კვირიკაშვილი: მარგველაშვილისა და ღარიბაშვილის ურთიერთობაში გარკვეული დელიკატური მომენტები იყო!

გიორგი კვირიკაშვილი: მარგველაშვილისა და ღარიბაშვილის ურთიერთობაში გარკვეული დელიკატური მომენტები იყო!

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ოკუპირებულ ტერიტორიებთნ მიმართებაში ძალიან ბევრი დადებითი ნაბიჯი გადაიდგა, რისი ინიციატორიც ირაკლი ღარიბაშვილი იყო. ამის შესახებ კვირიკაშვილმა პრეზიდენტის განცხადების შეფასებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც გიორგი მარგველაშვილსა და ყოფილ პრემიერს შორის არსებული წარუმატებელი ურთიერთობის ერთ-ერთი მიზეზი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი იყო.

 

,,ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, ჩვენს თანამოძმეებთან მიმართებაში, აფხაზ და ოს თანამოძმეებთან მიმართებაში. ყველა ამ ნაბიჯის ინიციატორი იყო პირადად ირაკლი ღარიბაშვილი. მე ამას შევსწრებივარ იმ სპეციალური კომისიების სხდომების დროს, რომლებიც ამ მიმართულებით არის შექმნილი", - განაცხადა კვირიკაშვილმა

 

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს გიორგი მარგველაშვილთან ცუდი ურთიერთობა არ ჰქონია.

 

"მე არ ვფიქრობ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ჰქონდა ცუდი ურთიერთობა პრეზიდენტთან. მე ბევრჯერ შევსწრებივარ სამუშაო სიტუაციას, თუმცა გარკვეული დელიკატური მომენტები იყო", - განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა. 

 

 

რაც შეეხება მის სამომავლო ურთიერთობას საქართველოს პრეზიდენტთან, მომავალი პრემიერი აცხადებს, რომ ყველა სახელისუფლებო სტრუქტურასთან ექნება კონსტრუქციული დამოკიდებულება.

 

 

"მაქსიმალურად შევეცდები, რომ ყველა სახელისუფლებო სტრუქტურას შორის იყოს სამუშაო ურთიერთობა. ჩემი მხრიდან იქნება ჩვეულებრივი, კონსტრუქციული დამოკიდებულება ყველა სახელმწიფო სტრუქტურასთან", - აღნიშნა კვირიკაშვილმა

 

27-12-2015, 16:44
უკან დაბრუნება