ივერიონი / 3 იანვარს საახალწლო ღონისძიებებს თბილისის მერიის ბიგ ბენდი დახურავს

3 იანვარს საახალწლო ღონისძიებებს თბილისის მერიის ბიგ ბენდი დახურავს

ბელორუსიის  ჯაზფესტივაზე გამართული წარმატებული კონცერტების შემდეგ ბიგ-ბენდი სრული შემადგენლობით ახალი კონცერტისთვის ემზადება.   განახლებული რეპერტუარით ქართული და უცხოური ჰიტებით ბენდი  საახალწლო ღონისძიებების დასკვნით კონცერტს 3 იანვარს გამართავს.

 

საახალწლო ქალაქი ვარდების მოედანზე 25 დეკემბერს დათო ევგენიძის საავტორო კონცერტით გაიხსნა. ვარდების მოედფანზე ყოველდღიურად სხვადასხვა ჟანრის კონცერტები და DJ-ების ფესტივალი  იმართება.  3 იანვარს  20:30 საათზე  კი  კონცერტების სერიას თბილისის  მერიის ბიგ ბენდი დახურავს.

 

საათნახევრიან პროგრამაში წარმოდგენილი იქნება  საახალწლო თემატიკაზე შემქნილი უცხოური სიმღერები. რეპერტუარში ასევე შევაჯონ ლენონის,  B.B. King-ის , ფრენკ სინატრას, ლუი პრიმას  სიმღერების ქავერები.  საახალწლო ქალაქში მისული მსმენელი არჩილ კერესელიძის ლეგენდარული „საპოვნელას“   სრულიად განსხვავებულ ინტერპრეტაციასაც მოისმენს.

28-12-2015, 12:14
უკან დაბრუნება