"ანკარა მოსკოვთან ურთიერთობის აღდგენას ცდილობს"- ამის შესახებ, რუსულენოვან დიასპორასთან შეხვედრისას, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლეთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
„არ შეიძლება კრიზისის გამო ხალხი ზარალდებოდეს. ჩვენ მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ვცდილობთ და დარწმუნებულნი ვართ, ადრე თუ გვიან ეს ურთიერთობა ისეთივე გახდება, როგორიც ადრე იყო,“-აღნიშნა ჩავუშოღლუმ.
მოსკოვსა და ანკარას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქებმა რუსული სუ 24 საჰაერო სივრცის დარღვევის გამო ჩამოაგდეს.