ივერიონი / ირაკლი შოთაძემ, თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა

ირაკლი შოთაძემ, თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა

საქართველოს მთავარი პროკურატურის დელეგაციამ, მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაასრულა.

 

პროკურატურის დელეგაცია ქალაქ ანკარაში თურქეთის რესპუბლიკის საკასაციო სასამართლოს მთავარი პროკურორის მეჰმედ აქარჯას ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა.

 

დელეგაციამ, რომელშიც საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე, გიორგი გოგაძე, მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი ჩილინგარაშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, შოთა ტყეშელაშვილი შედიოდა, ორი სახელმწიფოს სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით სამუშაო შეხვედრები გამართა თურქეთის რესპუბლიკის საკასაციო სასამართლოს მთავარ პროკურორთან, მეჰმედ აქარჯასთან, თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრთან, ბექირ ბოზდაღთან და თურქეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, ისმაილ რუშთუ ჯირითისთან.

 

თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტისას დაიგეგმა საქართველოში თურქი კოლეგების ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. საქართველოს მთავარი პროკურატურა იმედოვნებს, რომ ვიზიტის შედეგები უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და კიდევ უფრო ეფექტურად წარმართვის მყარი საფუძველი გახდება.

28-12-2015, 14:36
უკან დაბრუნება