ივერიონი / გიორგი მღებრიშვილი: ვგეგმავთ ვიდეო მოტინორინგის სისტემის გაფართოებას!

გიორგი მღებრიშვილი: ვგეგმავთ ვიდეო მოტინორინგის სისტემის გაფართოებას!

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატ, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, კრიმინალური პოლიციის შემდგომი მოდერნიზაცია გაგრძელდება, რაც პოლიციის შესაძლებლობებს გააუმჯობესებს დანაშაულის პრევენციისა და მასთან ბრძოლის კუთხით.

 

გიორგი მღებრიშვილმა სამინისტროში გასატარებელ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალმა ხელისუფლებამ წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა და უწყების დეპოლიტაზაციის შემდეგ, 2015 წელს სისტემური ცვლილებები განახორციელა. მათ შორის, უწყებას უსაფრთხოების სამსახური გამოეყო და ახალი ამოცანაბი განისაზღვრა.

 

მისივე თქმით, იგეგმება ვიდეო მოტინორინგის სისტემის გაფართოება.

 

„იმისთვის, რომ პოლიცია ბევრად ეფექტური გახდეს და საზოგადოების საჭიროებებზე ორიენტირებული გახდეს, სამოქმედო გეგმა განვსაზღვრეთ. ჩემი პრიორიტეტია, დანაშაულის პრევენციის კომპონენტის გაძლიერება და ვიდეო მოტინორინგის სისტემის გაფართოებას ვგეგმავთ. ასევე ახალი მიდგომები დაინერგება, რომლის მიზანია, პოლიციის საზოგადოებასთან დაახლოება. ანალიზზე დაფუძნებულ პოლიციას ვაყალიბებთ და დნმ-ის ბანკის შექმნას ვგეგმავთ, რაც დანაშაულის პრევენციის ფუნქციას გაძლიერებს. ეს ნოვაცია წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს კრიმინალისტიკის არსებობის პირობებში“, - განაცხადა შს მინისტრობის კანდიდატმა.

 

მღებრიშვილის ცნობით, საერთაშორიო საპოლიციო არეალია გაიზრდება და მომავალ წელს, შსს ევროპულთან ყველაზე მაღალი ონის ხელშეკრულებას ხელს მოაწერს.

 

„პოლიციის დანაყოფებისთვის ინფრასტრუქტურის განვითარება და აღჭურვა მოხდება. შემუშავებულია უბნის ინსპექტორის ახალი კონფეცფია.   ჩვენ მიერ დასახული ამოცანების განხორციელების შედეგად, მას შემდეგ რაც დაწყებულ რეფორმებს ბოლომდე მივიყვანთ, საქართველოს ეყოლება საზოგადოებაზე კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული პოლიცია, ეფეტური საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ექნება საზღვრის მართვის ინტეგრირებული სისტემა და თანამედროვე სერვისები, რაც საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს მართლწესრიგის და საზოგადოების უსაფრთხოების უკეთ დაცვას. ჩვენი მიზანია, საზოგადოებას სჯეროდეს პოლიციის, ენდობოდეს მას და ასევე თითოეული პოლიციელი გრძნობდეს მხარდაჭერას საზოგადოების მხრიდან“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

28-12-2015, 15:03
უკან დაბრუნება