ივერიონი / პაატა ზაქარეიშვილი: მკაფიოდ გამოკვეთილი დეესკალაცია, გამყოფი ხაზის გასწვრივ მიმდინარეობს!

პაატა ზაქარეიშვილი: მკაფიოდ გამოკვეთილი დეესკალაცია, გამყოფი ხაზის გასწვრივ მიმდინარეობს!

„ჩვენს გარშემო მრავალი ფრონტია გახსნილი და საქართველოს გამყოფი ხაზის გასწვრივ არათუ ესკალაციის ნიშნები არ არის, არამედ მკაფიოდ გამოკვეთილი დეესკალაცია მიმდინარეობს“, - ამის შესახებ პარლამენტში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა, პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.

 

ზაქარეიშვილი ირწმუნება, რომ გამყოფი ხაზის გასწვრივ ინციდენტები მინიმუმამდეა დაყვანილი, ხოლო როცა არის, ეს ადამიანების გატაცებას ეხება.

 

„ციხეებში მათი ყოფნის დრო მინიმუმამდეა დაყვანილი და ის დაახლოებით სამი დღეა-ხოლმე. თუ იმას გავითვალიწინებთ, ჩვენს სამეზობლოში რა ხდება და რამდენად რთულადაა ვითარება იგივე რუსეთ-უკრაინას შორის, აშკარად ჩანს, რომ გამოწვევები იმდენად მაღალია, რომ გამოწვევების ფონზე ჩვენი საქმიანობა უნდა შევაფასოთ. მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, რომელიც საქართველოში კონფლიქტის მოგვარებით დაინტერესებულია, ცალსახად ჩვენი წარმატებული პოლიტიკის შედეგებს აღნიშნავს“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

 

28-12-2015, 16:01
უკან დაბრუნება