ივერიონი / თავისუფლება ირაკლი დოკვაძეს

თავისუფლება ირაკლი დოკვაძეს

საქართველოს მოქალაქეთა მიმართვა საქართველოს პრემიერ მინისტრს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს; 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს; 

საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ვახტანგ ხმალაძეს;

საქართველოს პარლამენტიდ  ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ქალბატონ ეკა ბესელიას;

საქართველოს იუსტიციის მინისტრს ქალბატონ თეა წულუკიანს;

საქართველოს მთავარ პროკურორს ბატონ ირაკლი შოთაძეს; 

საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის  მინისტრს, ბატონ  კახი კახიშვილს;

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ბატონ ზაზა ხატიაშვილს. 

 

(ასლი იგზავნება ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, ევროპის ადამინის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისართან, უცხოეთის ქვეყნების მისიებსა და საელჩოებში, ჰიუმან რაითს ვოტჩის“, „ჰელსინკი ვოტჩის“, „ემნისტი ინტერნეიშელი“-ში, გერმანული „igfm.”-ში,გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში”, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისართან“, მისიებსა და საელჩოებში.პრესასა და ტელევიზიებში). 

 

მოგახსენებთ, რომ ქსნის 15-ე კოლონიაში პროტესტის უკიდურეს ფორმას -შიმშილობას მიმართა პატიმრობაში ექვსი წლის განმავლობაში უკანონოდ მყოფმა ირაკლი დოკვაძემ, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს, უკანონოდ ბრალი დასდეს ორსული ქალის - ელზა გულიაშვილზე თავდასხმაში და მკვლელობის მცდელობაში. ასევე უკანნონოდ მიესაჯა 30 წლით პატიმრობა. გაცილებით ადრე1992 წლის 4 სექტემბერს, ცრუ ბრალდებით    შევარდნაძის რეჟიმმა იგი დაპატიმრებულ იქნა (პეტრე გელბახიანთან ერთად) კანონიერად არჩეული და სახელმწიფო გადატრიალების შედეგად დამხობილი ხელისუფლების მხარდაჭერისთვის.

 

1995 წელს შევარდნაძის სასამართლომ ირაკლი დოკვაძეს  სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, რამაც მსოფლიოს პროგრესული საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. 

 

იგი საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძოდ,“ამნესტი ინტერნეიშელის, „ჰიუმან რაითს ვოტჩის“ , „ჰელსინკი ვოტჩის“ და სხვა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ ერთხმად იქნა აღიარებული პოლიტპატიმრად. იყო სტუდენტთა მასობრივი  გამოსვლები ევროპაში. რის გამოც ხელისუფლება იძულებული გახდა სასჯელი ჯერ 20 წლით თავისუფლების აღკვეთით შეეცვალა, შემდეგ 12 წლამდე შეუმცირებინა. 

 

2002 წელს საქართვლოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით გათავისუფლდა სასჯელისაგან. 2004 წლის 9 თებერვალს, საქ. უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ (9 მოსამართლის შემადგენლობით) ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება ირაკლი დოკვაძის უდანაშაულოდ აღიარების თაობაზე. 

 

იგი რეაბილიტირებულ და აღიარებულ იქნა პოლიტპატიმრად დასახელმწიფომ კომპესაციაც კი გადაუხადა. 

 

დღეს, ირაკლი დოკვაძე ისევ უკანონოდაა დაპატიმრებული. იმის გამო, რომ რომ სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა, იგივე დანაშაული, რაც წინა რაჟიმმა, იმის გამო, რომ გამოძიებამ გააყალბა მტკიცებულებები, იმის გამო, რომ გამოძიებამ გააყალბა მტკიცებულებები, იმის გამო, რომ დაზარალებული და დაზარალებულის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს დანაშაულში ირაკლი დოკვაძის მონაწილეობას (ეს განაცხადეს სასამრთლოზეც) იმის გამო, რომ საპარლამენტო კომისიის პოლიტ პატიმრების სიიდან „უხილავმა“ ძალებმა ამოიღეს დოკვაძის გვარი, იმის გამო, რომ საზოგადოება აქამდე დუმდა ამ დანაშაულზე, დღევანდელი ხელისუფლების იმედით, იმის გამო რომ ასეთი , ნიჭიერი და წესიერი პიროვნება უკანონოდ გამომწყვდეულია წლების განმავლობაში, რის გამოც , შვილები არიან უმამოდ და მარჩენალის გარეშე არიან დარჩენილები, იმის გამო, რომ ღირსეული შვილის დიდებულად აღმზრდელი დედა, ოთხმოც წელს მიახლოვებული ქალბატონი უსახსროდ, უსახლოდაა დარჩენილი, იმის გამო, რომ არამარტო ადამიანის უფლებებია დარღვეული უხეშად, არამედ უკანონოდ წართმეულია ღვთისგან მინიჭებული სიცოცხლის უფლებაც, სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ ირაკლი დოკვაძის ბრძოლას გადარჩენისთვის და მოვითხოვთ პატიმრის დაუყონებლივ გათავისუფლებას უპირობოდ! 

 

მიმართვას ხელს ვაწერთ: 

 

გიორგი თევზაძე, უფლებების დამცველი; 

ლიანა ისაკაძე, მუსიკოსი, მევილიონე, საქართველოს სახალხო არტისტი; 

რევაზ მიშველაძე, მწერალი, რუსთაველის სახ.პრემიის ლაურეატი; 

დავით გოცირიძე, დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმის დირექტორი. პოლიტ-ემიგრანტი (ბილბაო); 

თენგიზ დიხამინჯია, „საკონსტიტუციო კონგრესის" თავმჯდომარე;

ერეკლე საღლიანი, პოეტი;

აურ ნაჭყებია, ჟურნალისტი, საინფორმაციო სააგენტო "ივერიონი"-ს მთავარი რედაქტორი ; 

ლეილა ცომაია, გაზეთ „გამათავისუფლებელის“ მთავარი რედაქტორი; 

ფიქრია ადეიშვილი, ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (მოსკოვი); 

პაატა ბურჭულაძე, ქირურგიული განყოფილების გამგე (სკლიფასოვსკის კლინიკა, მოსკოვი); 

ზაზა დავითაია, ყოფილი პოლიტ-პატიმარი, ჟურნალისტი; 

ზვიად ნოდია, პუბლიცისტი; 

დავით შემოქმედელი რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი, პოეტი; 

მზისო ნავროზაშვილი პოეტი, მთარგმნელი; 

იუნონა აფაქიძე, მუსიკათმცოდნე; 

მზია სულაძე, პროფესორი; 

ზურაბ ხასაია, ფილოსოფოსი აკადემიკოსი;

ნანა კვასხვაძე, რეჟისორი; 

ირმა ბეგლარიშვილი, პოეტი, (აშშ); 

პაატა ტეტუნაშვილი, რეჟისორი; 

დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი; 

ლია ენუქიძე, პედაგოგი; 

ვლადიმერ ხმელიძე, პოლიტ-ემიგრანტი (სტრასბურგი); 

მზია ხუჭუა, ფილოლოგი;

ნაზი ნავროზაშვილი, მსახიობი; 

ეკატერინე სარალიძე, ჟურნალისტი (ბილბაო),

ნანა ტატიაშვილი, პოლიტ, ემიგრანტი (აშშ), 

ზეინაბ ადეიშვილი, დამსახურებული პედაგოგი;

ნათია პაპიძე, აღმოსავლეთმცოდნე, მწერალი; 

აკაკი ზოდელი, პოეტი; 

ელენე აფანასიადი, ფილოლოგი (საბერძნეთი);

ირმა კაკიაშილი, იურისტი; 

მარინე სრესელი, ექიმი; 

ნანა გიგოლაშვილი, პედაგოგი;

 

(ხელმოწერები გრძელდება) 

 

29-12-2015, 12:51
უკან დაბრუნება