"უკრაინის ხელისუფლობა ცდილობს დასავლეთს ასიამოვნოს, საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებს კი არაფრად აგდებენ"- ამის შესახებ ჩეჩნეთის პრეზიდენტმა, რამზან კადიროვმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი თოჯინების თეატრის მსახიობები არიან.
„ისინი არ არიან პატრიოტები და არ იცავენ თავიანთი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს. ისინი მხოლოდ დასავლეთის განკარგულებებს ასრულებენ,“-აღნიშნა კადიროვმა.