ინფორმაცია, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი "ქართული ოცნებიდანაც" მიდის, პარლამენტის ვიცე სპიკერმა, მანანა კობახიძემ "იბერიის" გადაცემა "პრიორიტეტში" საუბრისას დაადასტურა-"რამდენადაც ვიცი ის პარტიულ საქმიანობასაც ტოვებს" განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება ღარიბაშვილის სამომავლო გეგმებს და გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა მან ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის პოსტი ჩაიბაროს, კობახიძემ განაცხადა, რომ გამორიცხული არაფერია, თუმცა ამას თავად ღარიბაშვილი გადაწყვეტს.