ყირიმის დეფაქტო ლიდერი, სერგეი აკსენოვმა კიევის მიერ მოსკოვისთვის წაყენებულ პირობებს გამოეხმაურა.
საგანგებო განცხადება, ყირიმის დეფაქტო ლიდერი, საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთა:
„კიევმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიგნოს, რომ ყირიმი უკრაინის შემადგენლობაში აღარასდროს დაბრუნდება. საკუთარი ქმედებებით უკრაინის ხელისუფლებამ ყირიმის ბაზარზე კონტროლი საერთოდ დაკარგა და ყირიმელები თავის წინააღმდეგ კიდევ უფრო უარყოფითად განაწყო,“-აღნიშნა აკსენოვმა.
ყირიმს უკრაინიდან ელექტროენერგია უკვე 4 დღეა, არ მოეწოდება. ანექსირებული ნახევარკუნძულის ენერგომომარაგების სანაცვლოდ კიევი კონტრაქტში სპეციალური მუხლის შეტანას ითხოვს, სადაც ნათქვამია, რომ სევასტოპოლი და ყირიმი უკრაინის ნაწილია.