მისთვის ბედნიერება საქართველოა...
ბედნიერებაა,როცა გყავს პატრიარქი,რომლისადმი სიყვარული განუზომელია საკუთარ ქვეყანაში,ქრისტიანულ სამყაროში,მართლმადიდებლებში და რომელსაც პატივს მიაგებს მსოფლიოს ყველა კონფესია,რომელსაც ანგარიშს უწევს მსოფლიოს ყოველი ქვეყნის ხელისუფალი და ხელისუფლება!
ბედნიერებაა,რომ უფალმა საქართველოს მისთვის ყველაზე მძიმე და კრიტიკულ მომენტში მოუვლინა ასეთი მოაზროვნე,ასეთი სულიერი მოძღვარი.
დღემდე სულიერ საგზლად დამყვება მასთან საუბარი, რომელიც გერმანიის ბერლინის კლინიკაში ამ ზაფხულს შედგა...მასთან ახლო ურთიერთობის 27 წლის მანძილზე არ მსმენია ის ,რაც იმ შეხვედრის დროს მითხრა: მისი თქმით, ასეთი ურწმუნო ევროპა ისტორიას არ ახსოვს.თუ 10 საუკუნის წინ გაყოფილი ქრისტიანობა არ შეერთდა,მსოფლიოს მძიმე მომავალი ექნება.
უფლის სიტყვებია,მისი ერთგულის მიერ წარმოთქმული-წარმოთქმული სამყაროს გადასარჩენად.
დრომ დაადასტურა,რომ რელიგია გაცილებით მეცნიერული აღმოჩნდა,ვიდრე, საკუთრივ მეცნიერება.მეცნიერება დღეს ადასტურებს იმას,რასაც ებრძოდა რელიგიაში...
ამ გზას საფუძველი დავით აღმაშენებელმა დაუდო...სწორედ მან,მსოფლიოს ყველა ხელისუფალთაგან გამორჩევით-მეცნიერება გაარელიგიურა და რელიგია გაამეცნიერულა!
ამ გზას აგრძელებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე.ძნელია დღევანდელ რელიგიურ მოღვაწეებში,თუნდაც წარსულში-გაიხსენო ასეთი მასშტაბით მეცნიერების მხარდამჭერი და ასეთი ავტორიტეტი მეცნიერთათვის... და არა მარტო საქართველოში!
.ამის დასტური იყო დავით აღმაშენებლის მიერ დაარსებული გელათის მეცნიერებათა აკადემიის აღდგენა პატრიარქის ლოცვა-კურთხევით,მისი და ქვეყნის პრეზიდენტის ხელმოწერით 1995წლის 21 სექტემბერს, ღვთისმშობლობას.
სწორედ ეს განწყობაა მის ქადაგებაში გენიალური შოთა რუსთაველის 850 წლისთავის მსოფლიო მასშტაბით აღნიშვნის და ყოველთა ქართველთა,საქართველოს შვილთა ,საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის ჩატარების მნიშვნელობაზე.
მქონდა ბედნიერება, რამდენჯერმე ვყოფილიყავი მასთან ამ საკითხზე ბატონი რეზო ჩხეიძის ინიციტივით დაფუძნებული და მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით შექმნილი "ქართული ერთობის დარბაზის"დამფუძნებელთა მონაწილეობით.პირდაპირ ვიტყვი:ეს იყო საუბრები მომავლის საქართველოზე...
დიდი მადლია, რომ გვყავს ეროვნული სულის და სამყაროს განზომილებით მოაზროვნე პატრიარქი.
დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა მას ჩვენი მრავალტანჯული ერის საკეთილდღეოდ!
თეიმურაზ შაშიაშვილი,
გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრი