ივერიონი / თინა ხიდაშელი: რუსეთის ხელისუფლებას ამოცანად აქვს დასახული ნატო-ს გაფართოებისთვის პრობლემის შექმნა

თინა ხიდაშელი: რუსეთის ხელისუფლებას ამოცანად აქვს დასახული ნატო-ს გაფართოებისთვის პრობლემის შექმნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელირუსეთის მიერ ახალი თავდაცვის დოქტრინის მიღებას ეხმაურება. ხიდაშელის განცხადებით რუსეთის ხელისუფლებას ამოცანად აქვს დასახული ნატო-ს გაფართოებისთვის პრობლემის შექმნა.

 

"აქ ახალი არაფერი არ არის. გასაგებია, რუსეთის სახელმწიფოს, ხელისუფლებას ამოცანად აქვს დასახული ნატო-ს გაფართოებისთვის პრობლემის შექმნა და ეს სრულიად მოსალოდნელია. სხვაგვარად რომ ყოფილიყო, ეს იქნებოდა უცნაური. მოვლენები, რომლებიც ვითარდება, მაგალითად, იგივე მაკედონიაში, ძალიან კარგად აჩვენებს მის დამოკიდებულებას და განზრახვებს. თუმცა, ამასობაში თავისუფალი სამყარო საკუთარი წესებით მოქმედებს და ბუნებრივია, არ ექვემდებარება მსგავსი ტიპის შანტაჟს თუ მსგავსი ტიპის დამოკიდებულებებს. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებთან რუსეთის თანამშრომლობას, ჩვენ ვიცით, რომ ეს "ხელშეკრულებები" ხელმოწერილია, ძალაშია შესული, თუმცა ასევე ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ რეალურ ცხოვრებაში არაფერი მომხდარა რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებელი ჩვენი მოქალაქეების უკმაყოფილების მიზეზიც გამხდარა ხშირ შემთხვევაში. ასე, რომ რუსეთი არ იცავს თავის პრინციპებს, არც სუვერენულ ქვეყნებთან მიმართებაში და არც მის მიერვე ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, უბრალოდ იმიტომ, რომ რუსული ხელისუფლების სახე ასეთია", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

6-01-2016, 14:04
უკან დაბრუნება