საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 519 პატიმარი შეიწყალა. ამ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელრბს.
"კომისიის დადგენილებას პრეზიდენტმა ხელი დღეს დილით მოაწერა. შეწყალებული 519 პატიმარიდან 50-ს სასჯელი გაუნახევრდა. ამასთან, შეწყალებულთა შორის 43 ქალია. 9 მსჯავრდებულ ქალს სასჯელი გაუნახევრდა. შეწყალებულთა შორის არასრულწოვანი პატიმრები არ არიან, რადგან მათი განცხადებები კომისიას არ მიუღია. მისივე თქმით, კომისიამ სულ 1400 პატიმრის საქმე განიხილა", - ამბობს შეწყალების კომისიის წევრი ელენე თევდორაძე.