ივერიონი / ნოდარ ჯავახიშვილი საახალწლოდ გზებზე შექმნილ პრობლემებზე განმარტებას აკეთებს

ნოდარ ჯავახიშვილი საახალწლოდ გზებზე შექმნილ პრობლემებზე განმარტებას აკეთებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი, მოსახლეობას ბოდიშს უხდის, საახალწლოდ გზებზე შექმნილი პრობლემების გამო.

 

დიდთოვლობის გამო შექმნილ პრობლემებზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს.

 

 

"იყო პერიოდი, როდესაც მთელ საქართველოში ჭირდა გადაადგილება. რასაკვირველია, არაფერი არ ამართლებს ამას, მაგრამ ცოტა რთული აღმოჩნდა 1-2 იანვარს ხალხის გამოყვანა კონტრაქტორების მხრიდან. იყო ტექნიკის პრობლემებიც. ამ ეტაპზე არ ვიტყვი, რომ ყველაფერი ძალიან გამართულად არის, მაგრამ ძირითადი პრობლემები მოიხსნა. გარდა იმისა, რომ გააქტიურდნენ კონტრაქტორებიც და ჩვენი სამსახურებიც, ტემპერატურამაც აიწია. დღეს ბარში პრაქტიკულად არსად არ გვაქვს პრობლემა, მაგრამ პრობლემებია მთიან რეგიონებში," - განმარტა ნოდარ ჯავახიშვილმა.

 

8-01-2016, 11:28
უკან დაბრუნება