ივერიონი / ადასტურებს თუ არა ქართული მხარე თურქეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემოღებას?

ადასტურებს თუ არა ქართული მხარე თურქეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემოღებას?

საქართველოს ელჩი თურქეთში ირაკლი კოპლატაძე, არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, იმის თაობაზე, რომ  თურქეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმს შემოიღებს.

 

"თურქეთ-ევროკავშირს შორის ახლა იწყება დიალოგი ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ამ მოვლენას უკავშირდება ის დეზინფორმაცია, რომ თითქოს ზაფხულიდან შემოღებულიყო სავიზო რეჟიმი და ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოც იყო, მათ შორის. მოლაპარაკების პერიოდში თითქოსდა ცალკეულ ქვეყნებში უნდა იყოს შემოღებული სავიზო რეჟიმი, ამას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს", - ამბობს კოპლატაძე.

 

რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძე ვერ ხედავს გარემოებას, რის გამოც თურქეთმა საქართველოსთან შესაძლოა უვიზო რეჟიმი შეცვალოს, ამის შესახებ ჯანელიძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

 

"ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე საჭიროებას ამისათვის ან ისეთ გარემოებას, რამაც შეიძლება შეცვალოს ორ ქვეყანას შორის უვიზო რეჟიმი ამ ეტაპზე", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

 

8-01-2016, 12:42
უკან დაბრუნება