ივერიონი / ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის დატოვებას აღარ აპირებს

ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის დატოვებას აღარ აპირებს

"ევროპაში ვიზიტისას რამდენიმე დღით დავტოვე ქვეყანა და ჩემი არყოფნით აქ ბევრი მნიშვნელოვანი და სასწრაფო პროცესი შეფერხდა", _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.


შეხვედრაზე ივანიშვილმა ევროპაში ვიზიტი შეაფასა.  მისი განცხადებით, ევროპა კარგად არის ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.


"ევროპაში ვიზიტი ძალიან წარმატებული იყო. ვიზიტისას მითხრეს, რომ საქართველომ  უმაღლესი ქულები დავიწერეთ ევროპაში. დაჭერებთან დაკავშირებით, ჩვენი ოპონენტი, გუშინდელი ხელისუფლება, როგორც არ უნდა ცდილობდეს რომ ევროპას დაჭერები პოლიტიკურ დევნად გააცნოს, ისინი ფლობენ ზუსტ ინფორმაციას", _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


პრემირ-მინისტრის განცხადებით, არჩევნებამდე ცნობილი იყო, რომ პირველი ოფიციალური ვიზიტი  პრემიერ-მინისტრის რანგში ვაშინგტონში შედგებოდა, მაგრამ ამ ეტაპზე ამერიკაში ვიზიტი მომავალ წლამდე გადაიდო.


ამას ბიძინა ივანიშვილი იმით ხსნის, რომ ევროპაში ვიზიტისას, მისი არყოფნით საქართველოში ბევრი მნიშვნელოვანი და სასწრაფო პროცესი შეფერხდა. 
შესაბამისად, 2012 წელს პრემიერ-მინისტრის სამუშო ვიზიტები ევროპასა და ამერიკაში აღარ განხორციელდება.

22-11-2012, 16:22
უკან დაბრუნება