"ცვლილებები მთავრობაში ყოველთვის იყო, არის და ალბათ, მომავალშიც იქნება" - აღნიშნული განცხადება, ენერგეტიკის მინისტრმა , ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. მან ასევე, ჟურნალისტებთან მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების თემის კომენტირებისას განაცხადა ისიც, რომ ყველა განხორციელებული ცვლილება არის სწრაფვა უკეთესობისკენ.
„სამთავრობო ცვლილებები ჩვეულებრივი პროცესია. ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს. ზოგადად, ყველა განხორციელებული ცვლილება არის სწრაფვა უკეთესობისკენ.
ცვლილებები ყოველთვის იყო მთავრობაში, არის და ალბათ, მომავალშიც იქნება. ეს ნორმალური პროცესია“, - განაცხადა კახა კალაძემ.