ივერიონი / დედაქალაქში არსებული მიუსაფრების ძირითადი კონტინგენტი აღრიცხულია

დედაქალაქში არსებული მიუსაფრების ძირითადი კონტინგენტი აღრიცხულია

თბილისის მერმა დავით ნარმანიმ  მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განცხადა, რომ  დედაქალაქში არსებული მიუსაფრების ძირითადი კონტინგენტი აღრიცხულია.

 

 

დავით ნარმანიას თქმით, მან დამატებით გასცა განკარგულება იმის შესახენ, რომ მიუხედავად იმისა, მიუსაფარი თბილისში, სადმე არის თუ არა რეგისტრირებული, თავშესაფარში ნებისმიერი ადამიანი იქნება მიღებული.

 

,,ვინც კარვებში იყვნენ, გადაყვანილი არიან ცივილურ თავშესაფრებში. იმ შემთხვევაში თუ დამატებითი მიუსაფარი აღმოჩნდება ქუჩაში, რასაკვირველია, ჩვენი შესაბამისი სამსახურები და საპატრულო პოლიცია ამასთან დაკავშირებით შესაბამის რეაგირებას გააკეთებენ. როგორც წესი, საპატრულო პოლიცია ან სასწრაფო დახმარების სამსახურს მოჰყავს შესაბამისი კონტინგენტი ადგილზე, რეგისტრაციას აკეთებს თავშესაფარი და შემდეგ ხდება ამ ადამიანების განთავსება. მე დამატებით გავეცი განკარგულება იმის შესახებ, რომ მიუხედავად იმისა, მიუსაფარი თბილისში, სადმე არის თუ არა რეგისტრირებული, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანი იქნება მიღებული და დროებით განთავსებული, ვიდრე გაირკვევა ამ ადამიანის შემდგომი ბედი", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

8-01-2016, 14:22
უკან დაბრუნება