ეგვიპტის საკურორტო ზონაში თავდასხმის შედეგად დაჭრილია სამი ტურისტი. თავდასხმა ჰურგადაში ერთ-ერთ სასტუმროზე განხორციელდა. თავდამსხმელები ოტელ Bella Vista-ს რესტორანში შეიჭრნენ და ტურისტებს დანებით მძიმე ჭრილობები მიაყენეს. დაზარალებულთაგან ორი ავსტრიის, ერთი კი შვედეთის მოქალაქეა.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ისლამურ სახელმწიფოს აკისრებს.