ხანძარი ისრაელში. გვიან ღამით ცეცხლი იერუსალიმის ცენტრალურ რაიონში მდებარე შენობას გაუჩნდა, რომელშიც ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი “ბეცელემი” არის განთავსებული.
მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად შეძლეს. ინფორმაცია დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ არ გავრცელებულა. პოლიცია ხანძრის განზრახ გაჩენის ვერსიას არ გამორიცხავს.