ივერიონი / ამბობს თუ არა კიევი უარს რუსულ გაზზე?

ამბობს თუ არა კიევი უარს რუსულ გაზზე?

"კიევი მოსკოვისგან გაზს შეთავაზებულ ფასად არ იყიდის"- ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, არსენი იაცენიუკმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, “გაზპრომი” უკრაინას ათას კუბამეტრ გაზს 212 დოლარად სთავაზობს, მაშინ, როდესაც ევროკავშირისგან გაზის შეძენა 200 დოლარად არის შესაძლებელი.

 

იაცენიუკი იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინას გაზის არსებული მარაგი ზამთარში სრულად დააკმაყოფილებს.

11-01-2016, 10:24
უკან დაბრუნება