ე.წ.“კოკაინის საქმეზე“ მსჯავრდებული ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატი დღეს მთავარ პროკურატურაში განცხადებას შეიტანს.
მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ზაუტაშვილი პროკურატურას სამ მოთხოვნას უყენებს და ერთკვირიან ვადას აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის შიმშილობით იმუქრება.
ზაუტაშვილის პირველი მოთხოვნა იმ დოკუმენტების გასაჯაროებაა, რომლითაც მსჯავრდებულმა პროკურატურას მიმართა და მის მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიება მოითხოვა.
რაც შეეხება მეორე მოთხოვნას, მირიან ნიკოლაძის თქმით, პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს ელისაშვილის წინააღმდეგ, მისგან მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძეზე ზეგავლენის მოხდენის მოტივით. ანასტასია ზაუტაშვილი ასევე შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის პასუხისგებაში მიეცემას მოითხოვს, რადგანაც, როგორც ნიკოლაძე განმარტავს, ელისაშვილს ამ დრომდე არ დაუსახელებია კონკრეტული პირები, რომლებიც მასზე ზეწოლას ახდენდნენ.