ივერიონი / რა შეცდომებზე საუბრობს პუტინი?

რა შეცდომებზე საუბრობს პუტინი?

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი იმ შეცდომებზე საუბრობს, რომელიც რუსეთმა "ნატოსთან" ურთიერთობაში დაუშვა.

 

ვრცელი ინტერვიუ კრემლის ლიდერმა გერმანულ გამოცემა “ბილდს” მისცა.

 

მისი თქმით, რუსეთს თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე უნდა დაეფიქსირებინა, რაც ნატოს აღზევებას ხელს შეუშლიდა.

 

“მათ სურდათ მეფობა და ტახტზე ავიდნენ კიდეც. დღეს კი სახეზე გვაქვს კრიზისული სიტუაციები. ნატოს საერთოდ გაუქრა სურვილი, საერთაშორისო ნორმებსა და გაეროს წესდებას დაემორჩილოს. უფრო მეტიც, ისინი ამბობენ, რომ გაერო მოძველდა”-აცხადებს პუტინი.

 

11-01-2016, 10:50
უკან დაბრუნება