ივერიონი / ერაყში ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება

ერაყში ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება

ბოლო მონაცემებით, 11 იანვარს ბაღდადში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებს 48 ადამიანი ემსხვერპლა. შეიარაღებულმა მებრძოლებმა ბაღდადში ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო ცენტრი დაიკავეს, მძევლები აიყვანეს და შენობის წინ დანაღმული მანქანა ააფეთქეს.

 

მასშტაბური ტერორისტული აქტები განხორციელდა ბაკუბაში, ელ-მიკდადისა და ენ-ნარავანშიც. ტერაქტების სერიაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

12-01-2016, 10:25
უკან დაბრუნება