ზუგდიდის რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილ შენობაში შესახლებული დევნილები შიმშილობენ. ისინი სოციალური დახმარების აღდგენას ითხოვენ, რომელიც, მათივე თქმით, 7 იანვარს რამდენიმე თვით შეუჩერეს.
აქციის მონაწილეებს ლტოლვილთა სამინისტროს სრული შემადგენლობით გადადგომაც სურთ. ისინი შიმშილობის შეწყვეტას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ.
აღნიშნული ოჯახებისთვის საარსებო შემწეობების შეწყვეტას სოციალური მომსახურების სააგენტოში არ ადასტურებენ. უწყებაში განმარტავენ, რომ დროებით შეჩერება გეგმიურ შემოწმებას უკავშირდება, რომელსაც სამინისტრო 4 წელიწადში ერთხელ ეტაპობრივად ანხორციელებს.