ბრიტანეთის სამეფო ავიაციამ ისლამური სახელმწიფოს პოზიციები ბოლო 24 საათის განმავლობაში 4-ჯერ დაბომბა.
საჰაერო დარტყმები ბრიმსტოუნის ტიპის მართვადი რაკეტებით განხორციელდა. შედეგად რაკასა და სირიის აღმოსავლეთ რაიონებში ისლამისტთა რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი, მათ შორის, ომარის ნავთობსაბადოც განადგურდა.