მოსკოვი კიევს ენერგომომარაგებას უწყვეტს. ამის შესახებ გაზეთი კომერსანტი იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსული მხარე უკრაინას ელექტრომომარაგების კონტრაქტს იმ მიზეზით აღარ გაუგრძელებს, რომ კიევი ანექსირებული ყირიმისთვის ენერგიის შეძენას არ აპირებს.
ცნობილი ხდება ისიც, რომ უკრაინა რუსული გაზის არსებული ტარიფით შეძენაზე უარს ამბობს. პრემიერ იაცენიუკის მტკიცებით, კიევს ევროპული გაზი გაცილებით იაფი უჯდება.