სტამბოლში განხორციელებული ტერაქტის შემდეგ პოლიციამ ანკარასა და მის შემოგარენში მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაციები ჩაატარა. დაკავებულია 16-მდე ადამიანი, რომლებიც “ისლამისტურ სახელმწიფოსთან” თანამშრომლობაში არიან ეჭვმიტანილნი.
დაკავებულთაგან ერთი თურქეთის, დანარჩენი 15 კი სირიის მოქალაქეა. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი გუშინ სტამბოლში სულთანახმეტის მოედანზე აიფეთქა, რასაც 10 ადამიანი ემსხვერპლა, 15-მდე კი დაშავდა.