ივერიონი / New York Times Travel Show-ს გამოფენაზე საქართველომ მონაწილეობა მიიღო

New York Times Travel Show-ს გამოფენაზე საქართველომ მონაწილეობა მიიღო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ New York Times Travel Show-ს გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.  ჩრდილოეთ ამერიკაში უდიდეს გამოფენა-ბაზრობაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად წარმოდგენილი იყო რამდენიმე ქართული კომპანია.

 

ნიუ-იორკში საერთაშორისო გამოფენას მსოფლიოს 150 ქვეყნიდან  28000-ზე მეტი ტურიზმის სფეროს პროფესიონალი დაესწრო. New York Times Travel Show-ზე წარმოდგენილი იყო 500-ზე მეტი კომპანია. გამოფენის პარალელურად  საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჩოგოვაძე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ტურისტული კომპანიებისა და ასოციაციების ხელმძღვანელებს შეხვდა. საერთაშორისო კომპანები საქართველოს ტურისტული ბაზრით დაინტერესდნენ.   

 

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთვის   მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. სტატისტიკური მონაცემებით,  2015 წელს საქართველოს აშშ-დან 31143 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. ზრდა 2014 წელთან შედარებით 10%-ით მეტია.

13-01-2016, 12:15
უკან დაბრუნება