ძლიერი აფეთქების ხმა ამჯერად დიარბაქირის ცენტრალურ რაიონში გაისმა.
დანაღმული ავტომანქანა პოლიციის განყოფილებასთან აფეთქდა, რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა, 22 კი დაშავდა. დაღუპულთა შორის მცირეწლოვანი ბავშვია.
ბოლო 2 დღის განმავლობაში ეს თურქეთში განხორციელებული მეორე მასშტაბური ტერორისტული აქტია. 12 იანვარს თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი სტამბოლში სულთანაჰმედის მოედანზე აიფეთქა, რასაც 10 ადამიანი შეეწირა