"თურქეთის პოლიციამ სტამბოლის ტერაქტებში ეჭვმიტანილი 4 პირი დააკავა"- ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, აჰმეტ დავუთოღლუმ განაცხადა.
მისივე თქმით, ოფიციალურად დადასტურდა, რომ ტერაქტი სტამბოლში ისლამურმა სახელმწიფომ მოაწყო. რაც შეეხება თვითმკვლელ-ტერორისტს, რომელმაც თავი სულთანაჰმედის მოედანზე აიფეთქა, დავუდოღლუს თქმით, ის სირიის მოქალაქე იყო და თურქეთის ტერიტორიაზე ლტოლვილის სტატუსით შევიდა.