"ვაშინგტონს თეირანისთვის ბოდიში არ მოუხდია"- ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მარკ თონერმა განაცხადა.
საუბარია 2 დღის წინ სპარსეთის ყურეში მომხდარ ინციდენტზე. ირანის ტერიტორიული წყლების დარღვევის ბრალდებით ადგილობრივმა მესაზღვრეებმა ორი ამერიკული სამხედრო კატარღა დააკავეს, თუმცა მეზრვაურები მალევე გაათავისუფლეს. მოგვიანებით თეირანმა განაცხადა, რომ ინციდენტის გამო ვაშინგტონისგან ოფიციალური ბოდიში მიიღო, რაც ქერის უწყებამ არ დაადასტურა.