აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა, ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებს ფუნქციონირება აუკრძალა.
ვალუტის გადაცვლა დღეიდან მხოლოდ ბანკის ოფისებში იქნება შესაძლებელი.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები შენარჩუნებული იქნება ტურისტულ ადგილებში, მაგალითად, აეროპორტებსა და სასტუმროებში.
აღნიშნულ აკრძალვას მარეგულირებელი ორგანო ოპერატიული მომსახურების უზრუნველყოფით ხსნის.
აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, ქვეყანაში დღეის მდგომარეობით 914 ბანკის ფილიალი ფუნქციონირებს, მათ შორის 458 რეგიონებში მდებარეობს.