ივერიონი / ფოთის ნავსადგურში, მოლდოვის დროშით მცურავმა გემმა სამეურნეო-ფეკალური წყლები ჩაღვარა

ფოთის ნავსადგურში, მოლდოვის დროშით მცურავმა გემმა სამეურნეო-ფეკალური წყლები ჩაღვარა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, გემის მიერ შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. მოლდოვის დროშით მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურში სამეურნეო-ფეკალური წყლები ჩაღვარა.

 

გემის კაპიტანს დაეკისრა ჯარიმა 65 000 ლარის ოდენობით და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

სამართალდამრღვევმა დაკისრებული ჯარიმა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა სრულად დაფარა.

15-01-2016, 11:57
უკან დაბრუნება