ივერიონი / რასთანაა დაკავშირებული ერაყელი სტუდენტებისთვის ბინადრობის უფლების შეჩერება?

რასთანაა დაკავშირებული ერაყელი სტუდენტებისთვის ბინადრობის უფლების შეჩერება?

"ერაყელი სტუდენტებისთვის ბინადრობის უფლების შეჩერება ქვეყნის უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული"- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მისი განმარტებით,  ამ პირებს შეუძლიათ გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრონ.

 

"მოცემულ პირებს შეუძლიათ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ სასამართლოში. უარი დაკავშირებული იყო, როგორც ეს გადაწყვეტილებაშია ასახული, სხვადასხვა შეფასებით მოსაზრებასთან, რომელიც კავშირშია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან", - აღნიშნა წულუკიანმა. 

 

შეგახსენებთ, გასულ დღეებში, ერაყელმა სტუდენტებმა ქუთაისში აქცია გამართეს, სადაც ბინადრობის უფლების შეჩერება გააპროტესტეს. 

15-01-2016, 12:08
უკან დაბრუნება