ივერიონი / თეა წულუკიანი: კანონში ახალი მცნება- "მიუსაფარი ბავშვი" შემოვა!

თეა წულუკიანი: კანონში ახალი მცნება- "მიუსაფარი ბავშვი" შემოვა!

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს კანონში შემოვა ახალი მცნება- "მიუსაფარი ბავშვი".

 

თეა წულუკიანმა მიუსაფარი ბავშვების უფლებების დაცვაზე მთავრობის ადმინისტრაციაში ისაუბრა.

 

"საქართველოს კანონში შემოვა ახალი მცნება – "მიუსაფარი ბავშვი", ამ სტატუსზე კი მიბმული იქნება მთელი რიგი საჯარო სერვისებისა. ამ რეფორმის შედეგად ჩვენ მივცემთ მზრუნველობის ორგანოებს ანუ სახელმწიფოს იუსტიციის სამინისტროსადმი მომართვის უფლებას და ეს საკითხი აღარ იქნება მშობელზე ან სხვა კანონიერ წარმომადგენელზე დამოკიდებული,"- განაცხადა თეა წულუკიანმა. 

 

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, კანონპროექტით სოციალური მუშაკის უფლებამოსილებაც ფართოვდება.

 

"სოციალურ მუშაკს ამ რეფორმით მიეცემა საშუალება უგულვებელყოფის ან ძალადობის შემთხვევაში უკიდურესი ზომის სახით დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის აგრესორისგან განცალკევების შესახებ," - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

15-01-2016, 12:13
უკან დაბრუნება