ივერიონი / არაოლიმპიურ სახეობებში, დღეს 10 საუკეთესო ქართველ სპორტსმენს დააჯილდოვებენ

არაოლიმპიურ სახეობებში, დღეს 10 საუკეთესო ქართველ სპორტსმენს დააჯილდოვებენ

15 იანვარს არაოლიმპიურ სახეობებში 2015 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება გაიმართება. ცერემონია ტრადიციულად რადიო JAKO FM-ის იუბილეზე შედგება.

 

საღამო საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში 15 იანვარს, 20:00 საათზე დაიწყება.

 

არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ათეულს ქართული ტელევიზიების, რადიოების და პრესის სპორტული ჟურნალისტები გამოავლენენ. გამარჯვებულებს ოლიმპიური ჩემპიონები, მინისტრები, ფედერაციების ხელმძღვანელები და სპორტული გაზეთების რედაქტორები დაასახელებენ. გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის მედლებით, დიპლომებით, თასებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

 

საღამოზე სპეციალური ჯილდო რადიო JAKO FM-ის საუკეთესო რესპოდენტს კახი კავსაძეს გადაეცემა.

 

საღამოს სადღესასწაულო ფეიერვერკი დაასრულებს.

 

2016 წლის 15 იანვარს რადიო JAKO FM 10 წლის იუბილეს აღნიშნავს.

15-01-2016, 12:17
უკან დაბრუნება