დღეიდან უკრაინის დედაქალაქში კატანტინი ცხადდება. ამის მიზეზი ღორის გრიპის ეპიდემია გახდა.
ვირუსმა ბოლო 4 თვის განმავლობაში 25 ადამიანი იმსხვერპლა. კიევის მერიის გადაწყვეტილებით, დღეიდან დედაქალაქში სკოლები დაიხურება. დროებით შეჩერდება საზოგადოებრივი ღონისძიებებიც. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ვადით იმოქმედებს კარანტინის რეჟიმი.