საგურამოში გამართულ შეხვედრას, რომელსაც ფრაქცია "ქართული ოცნების - დემოკრატიული საქართველოსთვის" წევრები, ასევე ორივე ყოფილი პრემიერი ესწრებოდნენ, უმრავლესობის წევრი, ომარ ნიშნიანიძე გუნდურობის გამოხატულობას უწოდებს.
,,ფრაქცია შევხვდით ყოფილ პრემიერმინისტრებს და ახალ პრემიერმინისტრს. იყო ბატონი ბიძინაც, იყო ბატონი ირაკლიც, იყო ბატონი გიორგიც. რა თქმა უნდა, ეს იყო ერთმანეთისთვის მილოცვა შობა-ახალი წლის, კიდევ ერთხელ გამოხატულება გუნდურობისა, რომ ჩვენ კვლავ ერთად ვართ და არსად წასულა არც ბატონი ირაკლი, არც ის და ა.შ. ჩვენ ერთმანეთს მივულოცეთ, მოვეფერეთ, მოვესიყვარულეთ, გავამხნევეთ ერთმანეთი და, რა თქმა უნდა, გვქონდა მსჯელობა მომავალზე», - განაცხადა ნიშნიანიძემ.
საგურამოში გამართულ შეხვედრას, ყოფილი პრემიერები ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლეებთან ერთად ესწრებოდნენ.
@პირველი რადიოს ფოტოკოლაჟი