ივერიონი / ენერგეტიკის სამინისტროსთან აქცია – "არა გაზპრომს" გაიმართა

ენერგეტიკის სამინისტროსთან აქცია – "არა გაზპრომს" გაიმართა

ენერგეტიკის სამინისტროსთან გამაფართხილებელი საპროტესტო აქცია – "არა გაზპრომს" გაიმართა.

 

"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, აქციაზე საპატრულო პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შელაპარაკება მოხდა. 

 

სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს იუსტიციის სახლთან მდებარე ხიდზე ბანერის ჩამოკიდებას უკრძალავდნენ და აცხადებდნენ, რომ ქალაქის იერსახეს ამახინჯებს.

 

აქციის მონაწილეებმა კი სამართალდამცველებს მიმართეს, რომ მსგავსი განზრახვა მათ არც ჰქონიათ.

 

15-01-2016, 14:40
უკან დაბრუნება