ივერიონი / მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიიღო

მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიიღო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიიღო.

 

შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. მინისტრმა დიპლომატებს საგარეო უწყების მიზნები და საგარეო პოლიტიკისპრიორიტეტები გააცნო. მან ვრცლად ისაუბრა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, „რომელიც არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკის მთავრი პრიორიტეტია, არამედ ეროვნულიიდენტობის ნაწილიც, გამომდინარე იქიდან, რომ ქართველები სრულად იზიარებენ ევროპული ღირებულებების სისტემას და სწამთ, რომ ქვეყნის უსაფრთხო, სტაბილური და დემოკრატიულიგანვითარება მხოლოდ ევროპულ და ტრანსატლანტიკურ სივრცეშია შესაძლებელი“.

 

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, როგორც მთავრობის წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევას, და ამ კონტექსტში, ჟენევისსაერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს კონსტრუქციული მონაწილეობის მნიშვნელობას. საგარეო საქმეთა მინისტრმა, შერიგების პროცესში ნდობის აღდგენისა და საერთაშორისო საზოგადოებისჩართულობაზეც ისაუბრა.

 

საქართველოში აკრედიტებული მისიების ხელმძღვანელების წინაშე გამოსვლისას, მიხეილ ჯანელიძემ გასული წლის მოვლენებიც შეაჯამა, კერძოდ, მან 2015 წელს მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა, მათშორისაა ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის ჩათვლით, ევროკომისიის დადებითი დასკვნასაქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნა, რაც ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

 

მინისტრმა საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ეკონომიკური დიპლომატია დაასახელა. მან ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც ევროპისა და აღმოსავლეთ აზიის დამაკავშირებელი ჰაბის მნიშვნელობას და საერთაშორისო ასპარეზზე ამ შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოყენებას. ამ კონტექსტში მინისტრმა ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისითქმით, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმის ჩატარება, რომელიც ხელს შეუწყობს თანამშრომლობის განვითარებას ტრანსპორტის, ვაჭრობის, ინფრასტრუქტურის,ენერგეტიკისა და მრეწველობის სფეროებში.

 

გამოსვლის დასასრულს, მიხეილ ჯანელიძემ დიპლომატიურ კორპუსს მადლობა გადაუხადა საქართველოში გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ დიპლომატები მნიშვნელოვან როლს ასრულებენსაქართველოს დღის წესრიგის პრიორიტეტული მიზნების შესრულების, კერძოდ, დემოკრატიული რეფორმებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის კუთხით. მიხეილჯანელიძემ შეხვედრის მონაწილეებს ახალი წლის დღესასწაული მიულოცა და სპეციალურ მიღებაზე უმასპინძლა.

16-01-2016, 12:09
უკან დაბრუნება