ივერიონი / რას მოითხოვს "ნაციონალური მოძრაობა"?

რას მოითხოვს "ნაციონალური მოძრაობა"?

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები გაზპრომთან კომპანია ჯეოტრანსგაზის მიერ დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე პეტრე ცისკარიშვილმა გააკეთა. პარტიაში ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ კომპანიის დახმარებით სურს ხელისუფლებას საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილება და გაზპრომისგან დამატებითი გაზის მიღება. 

 

"გუშინ ერთერთმა კომპანიამ თვითონ გააკეთა განცხადება და ასე ვთქვათ თავი წარმოაჩინა, ბოლო პერიოდის განმავლობაში აშკარად იმალებოდა ეს კომპანია და საზოგადოებამ არ იცოდა ამ კომპანიის არსებობის შესახებ. ეს არის ჯეოტრანსგაზი, რომლესაც თურმე 2015 წლიდან მოყოლებული ანუ როგორც მინიმუმ რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთიდან, კერძოდ გაზპრომიდან უკვე შემოაქვს გაზი. ისინი იმალებოდნენ, მაგრამ გადაწყვიტეს რატომღაც, რომ თვითონ გააკეთონ განცხადება და გამოჩნდნენ, რაც ერთის მხრივ კარგია, მაგრამ მეორეს მხრივ აჩენს დამატებით ეჭვებს, რომ მთავრობა არის სწორედ ამ კომპანიასთან შეკრული იმისათვის, რომ ერთად იშოვონ ძალიან დიდი ფული. დამატებითი გაზის შემოტანა ძალიან დიდი ალბათობით ისევ ამ კომპანიის მეშვეობით უნდა ოცნების ხელისუფლებას და აქედან გამომდინარე ჩვენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ვითხოვთ რომ გასაჯაროვდეს ხელშეკრულება, რომელიც როგორც ჯეოტრანსგაზი ამბობს 2015 წელს დაიდო.  რა ხელშეკრულებაა ეს, რომელი თვიდან მოქმედებს, რა ფასად ყიდულობენ გაზპრომისგან გაზს, რა ფასად ყიდიან, შემდეგ სახელმწიფომ რა პირობებით დაუთმო მაგისტრალური გაზსადენი ამ კომპანიას."-ამბობს ცისკარიშვილი

 

კომპანია ჯეოტრანსგაზმა განცხადება გუშინ გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ გაზპრომთან ხელშკრულება გასულ წელს გააფორმა და რუსული კომპანიისგან გაზი უკვე რამდენიმე თვეა შემოაქვს.

16-01-2016, 18:11
უკან დაბრუნება