ივერიონი / შავი ოქრო ისევ უფასურდება

შავი ოქრო ისევ უფასურდება

ბრენტის მარკის საწვავის ღირებულება ლონდონის ბირჟაზე 28 დოლარს ქვემოთ დაეცა და ბარელზე 27,72 დოლარი შეადგინა, რაც ბოლო 13 წლის მინიმუმად შეიძლება ჩაითვალოს.

 

ბირჟის ანალიტიკოსთა მტკიცებით, ნავთობის ფასი უახლოეს ხანებში შესაძლოა 25 დოლარამდეც დაეცეს, რაც ირანისთვის საერთაშორისო სანქციების მოხსნით იქნება განპირობებული.

 

თეირანი ნავთობის ექსპორტის გაზრდას დღე-ღამეში ნახევარი მილიონი ბარელით აპირებს.

 

18-01-2016, 10:54
უკან დაბრუნება