უკრაინამ ყირიმთან საქონელბრუნვა შეწყვიტა. შეზღუდვები მხოლოდ იმ პროდუქტებს არ შეეხება, რომელიც უკრაინის ეკონომიკისა და უსაფრთხოებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. აკრძალვა არ შეეხება სოციალური მნიშვნელობის პროდუქტებს: პურს, რძეს, მაკარონსა და ღორის ლორს. კიევი რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში არც ჰუმანიტარული ტვირთის შეტანას კრძალავს.