ბიძინა კუჭავას ცხედარს ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი ჩაუტარებს. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო სამხარეო პროკურორის მკვლელობაში ბრალდებულის, გარდაცვლილ ბიძინა კუჭავას ოჯახს გამოძიებასთან კითხვები აქვს. კუჭავას ოჯახის წევრის გიორგი ჯიქიას თქმით, ცხედარს დაზიანებები აქვს, რის გამოც პროცესში კერძო ექსპერტის ჩართვას ითხოვენ.
ბიძინა კუჭავას სხეულზე აქვს ჭრილობები, კონკრეტულად რა ჭრილობებია, უკვე დამოუკიდებელი ექსპერტი თვითონ შეხედავს და საკუთარ პოზიციას იტყვის.
"ჩვენი ვერსიით, თვითმკვლელობა გამორიცხულია. ქირიას მკვლელობაც არაა მართალი. კერძო ექსპერტიზის შემდეგ გამოძიება უკვე სხვა კუთხით წავა", - განაცხადა გიორგი ჯიქიამ.
მისი ინფორმაციით, ბიძინა კუჭავა უკვე სახლშია გადასვენებული.