საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა _ თბილისის" თავმჯდომარის, ირაკლი აბესაძის მტკიცებით, 2016 წლის განმავლობაში ქალაქს ახალი ავტობუსები არ ეყოლება და ეს მმართველი გუნდის მორიგი ტყუილია,
აბესაძეს აღნიშნული საკითხის დასადასტურებლად EBRD -ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია მოჰყავს.
,, "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან" მიმდინარეობს თითქოს მოლაპარაკება სასესხო ხელშეკრულებაზე, რათა 2016 წელს თბილისს ახალი ავტობუსები ჰყოლოდა. თავად "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის" ინფორმაციით, ავტობუსების შეძენაზე ხელშეკრულება 2016 წლის თებერვალში უნდა გაფორმდეს, მაგრამ ჯერ სასესხო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებიც არ დასრულდებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამწუხაროდ, 2016 წლის განმავლობაში ქალაქს ახალი ავტობუსები არ ეყოლება და ეს ნარმანიასა და "ქართული ოცნების" მორიგი ტყუილია", - განაცხადა აბესაძემ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს დედაქალაქში 150 ერთეული ახალი ავტობუსის შემოყვანა იგეგმება, რისთვისაც 30 მილიონი ევროს ოდენობისსესხი EBRD -მა უნდა გამოყოს.