ივერიონი / საქართველოს საკითხს ევროსაბჭო განიხილავს

საქართველოს საკითხს ევროსაბჭო განიხილავს

დღეს სტრასბურგში საქართველოსთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე იმსჯელებენ.

 

დებატები ორმხრივი ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების შესახებ გაიმართება. ხვალ კი ევროპელი დეპუტატები სპეციალურ რეზოლუციას უყრიან კენჭს.

 

ქართული მხარე იმედოვნებს, რომ დოკუმენტში რუსეთის აგრესია კიდევ ერთხელ იქნება დაგმობილი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და უვიზო მიმოსვლა მხარდაჭერილი.

20-01-2016, 10:43
უკან დაბრუნება